შალვა პაპუაშვილი: ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთანხმდებით, რომ საქართველო უზრუნველყოფს, არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით

“ჩვენთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, მისაღებია ისეთი მდგომარეობა, თუ არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა, ეს არის მთავარი პრინციპი, ყველა ამ საკითხს უნდა შევხედოთ ამ პრიზმით, ხომ არ არის რისკი, რომ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრინციპია, რომ სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.

„კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მხრიდან, რომ არავინ საქართველოსგან არ ითხოვს ორმხრივი სანქციების დაწესებას და ეს არის მთავარი საკითხი. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთანხმდებით ორ რამეზე, რომ საქართველო უზრუნველყოფს, არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. საქართველო არის კეთილსინდისიერი 100%-ით და არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენ არავინ არ გვთხოვს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები, გარდა ოპოზიციისა და ჩვენი ენჯეო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლისა. მთავარი პრინციპი არის ერთი, რომ სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს. სანქციების გვერდის ავლის საფრთხე არსებობს 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც დაიწყო სანქციების დაწესება ევროკავშირმა და სხვა ასეთმა სტრუქტურებმა. ეს საფრთხე არსებობს და ერთ წელზე მეტია, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლება, რას აკეთებს და ძალისხმევა რისკენ არის, რომ ამ საფრთხის რეალიზება არ მოხდეს, საფრთხე არ იყოს რეალური. ერთ წელზე მეტია, სწორედ ამას ადასტურებს ხელისუფლება, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას ახერხებს. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ზუსტად ამ პრინციპის დაცვით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები