გივი მიქანაძე: რადიკალები ცდილობენ, რუსეთის ცალმხრივი ნაბიჯი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნონ, თითქოსდა, „ქართული ოცნება“ თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის უფრო კომფორტული იქნება მგზავრობა საკუთარ სამშობლოში, მეგობრებსა და ნათესავებთან, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ვერასოდეს გახდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

„რუსეთმა ეს გააკეთა ცალმხრივად და გააკეთა იმისთვის, რომ მას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან მხარდაჭერილი, ძლიერი ხელისუფლება და საქართველოში სტაბილური მდგომარეობა არ აწყობს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე იზრუნონ, რადიკალები ცდილობენ, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი ნაბიჯი გამოიყენონ იმისთვის, რათა საზოგადოება და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნონ, თითქოსდა, „ქართული ოცნება“ თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა მიქანაძემ “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები