„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს. დღეს პარტიული კონფერენციები ასპინძასა და ახალქალაქშიც გაიმართა.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, ასპინძის ორგანიზაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს;

“ახალქალაქის ორგანიზაციას – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი.

ამით სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა.

მიმდინარე კვირის ბოლოს „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ვაკის, საბურთალოს, კრწანისისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები