ტელევიზორში ვნახე სიუჟეტი გოგონაზე – რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნანა ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
ექსპრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე, ნანა ბრეგვაძის ისტორიის შესახებ წერს და ჰყვება, რომ თავად უსინათლო ნანა ასევე უსინათლო ახალგაზრდებს ინგლისურსა და კომპიუტერს ასწავლიდა.
როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, მან ნანას შესახებ რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით გასული სიუჟეტიდან შეიტყო და თანამშრომლებს ნანას მოძებნა და მისთვის დახმარების აღმოჩენა დაავალა.
მისვე თქმით, ოპერაციების შედეგად მას მხედველობა აღუდგა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვებს განათლება მისცეს და მათ სრულყოფილად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ. “რამდენიმე წლის წინ ტელევიზორში ვნახე სიუჟეტი გოგონაზე, რომელიც უსინათლო ახალგაზრდებს ინგლისურსა და კომპიუტერს ასწავლიდა, თუმცა მხედველობა მასაც არ ჰქონდა… ძალიან დამამახსოვრდა მისი თავდაჯერებული საუბარი, მომღიმარი სახე და ოპტიმიზმი. მაშინვევთხოვე ჩვენს თანამშრომლებს გვეპოვა ეს დადებითი მუხტით გასხივოსნებული ახალგაზრდა და ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ მას მხედველობა დაბრუნებოდა. დღეს, ნანას დაბადების დღეა, ოპერაციების შედეგად მას მხედველობა აღუდგა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვებს განათლება მისცეს და მათ სრულყოფილად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ. სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო და მე მჯერა, რომ ნანასნაირი ახალგაზრდა ჩვენს საქართველოში კიდევ ძალიან ბევრია, ადამიანები, რომლებიც მათი ნათელი მომავლისათვის ყოველთვის, ყველა გარემოების მიუხედავად იბრძვიან. გილოცავ ნანა!“-წერს მიხეილ სააკაშვილი მისალოც ტექსტში.

10660865_290764877796369_1277624322_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები