“დასავლეთი მზად არის – უკრაინას წლობით დაეხმაროს, რუსეთის გათვლა არ იმუშავებს” – რიში სუნაკი

​დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა “წლების მანძილზე გაგრძელდება”.

ამის შესახებ მან ლონდონში, თავდაცვის კონფერენციაზე განაცხადა, – წერს Financial Times-ი.

როგორც სუნაკმა აღნიშნა,  რუსეთი ელოდება, რომ დასავლეთი „დაიღლება, მოიწყენს და დახმარებას შეწყვეტს”, მაგრამ მისი ეს სტრატეგია არ იმუშავებს.

„მოკავშირეებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სახის გრძელვადიანი მრავალმხრივი და ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები შეგვიძლია, დავდოთ უკრაინასთან“, – თქვა მან.

ბრიტანეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ დასავლეთის დაპირებები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, რომ უკრაინას ჰქონდეს რწმენა,  შეძლებს საკუთარი თავის დაცვას და, მეორე მხრივ, ომის გაგრძელებისგან რუსეთის შეკავებაა.

სუნაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის სწორი და ერთადერთი მოქმედების გზა არის ჯარების გაყვანა და მის მიერ გაჩაღებული ომის შეჩერება.

მან დასძინა, რომ უკრაინის კონტრშეტევას აქვს “წარმატების ყველა შანსი” და თქვა – “უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რასაც უკრაინა აკეთებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკვე არის წარმატებული კონტრშეტევა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები