“უკრაინელი სამხედროები M1A1 Abrams-ებზე მომზადებას მომდევნო კვირიდან დაიწყებენ” – პენტაგონი
M1A1 Abrams-ის ტანკებზე უკრაინელი სამხედროების მომზადება მომდევნო კვირიდან დაიწყება.
ამის შესახებ “ამერიკის ხმას” პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განუცხადა.
კიდევ ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უკვე მიმდინარე კვირას გერმანიაში საწვრთნელად, დაახლოებით, 250 უკრაინელი ჩავა.
უკრაინელი სამხედროების წვრთნა იმ 31 ტანკზე მოხდება, რომლებიც გერმანიაში თვის დასაწყისში ჩავიდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ M1A1 Abrams-ის კიდევ ერთი პარტია აშშ-ში შეკეთების პროცესშია და უკრაინას შემოდგომაზე მიეწოდება.
მოსალოდნელია, რომ გერმანიაში წვრთნები, დაახლოებით, 10 კვირა გაგრძელდება.
უკრაინელებს ასწავლიან ამ ტანკების მართვას, მანევრირებას, ასევე, ტექნიკურ მომსახურებას.