საფრანგეთი მზადაა, უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი შეათანხმოს
საფრანგეთი თავის პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას იმაზე, თუ როგორ დაუჭიროს მხარი უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„საფრანგეთი მზადაა, შეათანხმოს უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რაც დაეხმარება უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს მომავალი აგრესიის აქტები, როგორც ჩვენმა ლიდერებმა დაადასტურეს 36-ე ფრანკო-ბრიტანეთის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში“, – ნათქვამია განცხადებაში.