გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 8 895 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა 8 895-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობამ 15 120-ს მიაღწია.

გარდაცვლილთა შორის 4 040 მამაკაცი, 2 403 ქალი, 275 ბიჭი და 218 გოგოა. კიდევ 30 ბავშვისა და 1 929 ზრდასრულის სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

როგორც გაეროში აღნიშნავენ, გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სავარაუდოდ, ბევრად მეტია, რადგან საომარი მოქმედებების გამო, ცალკეული ადგილებიდან ინფორმაციის მიწოდება ფერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები