„კონტრშეტევა მალე დაიწყება“ – კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა შესაძლოა კონტრშეტევა უახლოეს მომავალში განახორციელონ. ამისთვის გვაქვს საჭირო იარაღის მინიმალური რაოდენობა, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვმა კონტრშეტევის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მეტი დროის დაკარგვა არ შეიძლება.

„შეიარაღების მინიმუმი უკვე არსებობს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის [კონტრშეტევა] მალე დაიწყება“, – განაცხადა ბუდანოვმა.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთი თავისი ტერიტორიიდან უნდა განდევნოს.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მთელი ჩვენი ძალა და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. ოპერაციის წარმატებით გასაგრძელებლად ჩვენ გვჭირდება დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები