ad hoc-ის წამყვანს, თაკო მამაიაშვილს ლაზარე გრიგორიადისის მამა ემუქრება

ad hoc-ის წამყვანი თაკო მამაიაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ სქრინს აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ  7-9 მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის, სადაც წერია – „აუ გამოვა ლაზარე და იმან თუ არ შეგისრულოს, მერე მე მოგხედავ“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროს რა ხდება???

კომენტარის სანახავად დააჭირეთ ლინკს (ტიკტოკის ვიდეოზეა კომენტარი) >>>
https://www.tiktok.com/t/ZSLRN2U3b/?t=1“, – წერს თაკო მამაიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები