ელისო ბოლქვაძე შვეიცარიის პარლამენტის კანტონთა საბჭოს მეცნიერების, განათლების და კულტურის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის კანტონთა საბჭოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომისიის პრეზიდენტს, ბენედიქტ ვიურტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა კულტურის და მშვიდობის პოლიტიკაზე ისაუბრეს; ყურადღება გაამახვილეს არსებული გამოწვევების ფონზე კულტურის დიპლომატიის როლის წამოწევაზე.
„საპარლამენტო კულტურულ დიპლომატიას უდიდესი როლი აქვს ქვეყნის სამშვიდობო დინამიკის გაძლიერების პროცესში. კანტონთა საბჭოს კულტურის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი კულტურული ფორმატების შემუშავება ხელს შეუწყობს კრიზისულ რეგიონებს სამშვიდობო პლატფორმების გაძლიერებაში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.