“იმედია ტრამპი პრეზიდენტი გახდება” – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, აქვს თუ არა უნგრეთის პრემიერმინისტრს იმედი, რომ ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს,  ორბანმა თქვა: “იმედი მაქვს” – და თითები გადააჯვარედინა.

ამავდროულად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა უარი თქვა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირდაპირ კრიტიკაზე და განაცხადა, რომ ეს „არ არის კარგი ბიზნესიდეა“. მან ზოგადად გააკრიტიკა აშშ-ის დემოკრატები და დაადანაშაულა ისინი იმაში, რომ ცდილობდნენ, “გვაიძულონ გარკვეული გზით ვიცხოვროთ”.

“ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა, კულტურა განსაზღვრავს როგორ ვიცხოვროთ. ამიტომ, ნუ ჩაერევით, ნუ გვასწავლით, ნუ გვეუბნებით – რა არის კარგი და ცუდი. ჩვენ ეს არ მოგვწონს. და დონალდ ტრამპსაც ესმის ეს.  ეს მნიშვნელოვანია“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები