არჩილ თალაკვაძე: საქართველო არის ევროპა – ევროპასაც სტრატეგიულად სჭირდება საქართველოს მეგობრობა
“საქართველო არის ევროპა და ჩვენ ველით ამის აღიარებას და შესაბამის სტატუს ევროკავშირის მხრიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპასაც სტრატეგიულად სჭირდება საქართველოს მეგობრობა.
„საქართველო თავისი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებით, სუვერენული ინტერესების დაცვით მიდის იქითკენ, რომ შესაძლებელი გახდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით.
მეორე – საქართველო მიდის იქითკენ, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო არის ევროპა და ჩვენ ველით ამის აღიარებას და შესაბამის სტატუს ევროკავშირის მხრიდან. ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას აქვს მიზანი და სურვილი, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუმცა, ასევე, ევროპასაც სტრატეგიულად სჭირდება საქართველოს მეგობრობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.