“არანაირი სიგნალი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ობიექტურად და სამართლიანად იმსახურებს” – არჩილ თალაკვაძე

“სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გადავადება ზრდის რისკებსა და გამოწვევებს იმ რთულ რეგიონში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არსებობს. რასაკვირველია, ყოველი ასეთი მერყეობა და დაფიქრება იმაზე, მიეცეს თუ არა საქართველოს ეს სტატუსი, ააქტიურებს ახალ გადაწყვეტილებებს თუნდაც რუსეთის მხრიდან, რომელიც განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„არანაირი სიგნალი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ობიექტურად და სამართლიანად იმსახურებს. თუმცა, მიმდინარე მოვლენები გვაჩვენებს, რომ სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გადავადება ზრდის რისკებსა და გამოწვევებს იმ რთულ რეგიონში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არსებობს.

რასაკვირველია, ყოველი ასეთი მერყეობა და დაფიქრება იმაზე, მიეცეს თუ არა საქართველოს ეს სტატუსი, ააქტიურებს ახალ გადაწყვეტილებებს თუნდაც რუსეთის მხრიდან, რომელიც განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ფრენებზე, არა რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებზე, არამედ – საქართველოს მხარდაჭერაზე, რათა ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ რეგიონში დასავლეთის საიმედო პარტნიორია. ეს თვითონაც აქვთ ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამი აშშ-საც და ევროკავშირსაც. ამიტომ, როდესაც ომია უკრაინაში, როდესაც საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს, ბუნებრივია, ვერავინ დაგვზრახავს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული გონივრულობით, სიფრთხილით, პრაგმატულობით ეკიდება ეროვნული უსაფრთხოების და მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები