“უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ივლისში ნატოს სამიტზე გაფორმდება” – დუდა
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ივლისში ნატოს სამიტზე გაფორმდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ WSJ-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმება, ისრაელის მოდელის მსგავსად, პრიორიტეტს მიანიჭებს შეიარაღების გადაცემას და მოწინავე ტექნოლოგიებს.
ანჯეი დუდას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც პოლონეთს 2023 წლის თებერვალში ეწვია, ასევე განიხილა ისრაელის მოდელის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულებას და პოპულარობას იძენს დასავლელ მოკავშირეებში.
მოლაპარაკებებში მონაწილე დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს უკრაინის მომავალ წევრობას ნატოში.