მაკა ბოჭორიშვილი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: სამწუხაროა ასეთი განცხადებები, რომელიც შემდეგ უკვე სპეკულაციის საგანი ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

“სამწუხაროა ასეთი განცხადებები, რომელიც შემდეგ უკვე სპეკულაციის საგანი ხდება ქვეყნის შიგნით. ჩვენ მოველით მათი მხრიდან მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია: “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, აშშ კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებულები ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები