“მოლდოვა პუტინს დააკავებს”- მაია სანდუ
მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებს.
ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Euronews Romania-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ, პოლიტიკოსმა თქვა, “დიახ. მოლდოვას ხელი აქვს მოწერილი სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ შეთანხმებისთვის და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას”.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით გასცა. საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ, დაუსწრებლად, წაუყენა ბრალი და ძებნილთა სიაში გამოაცხადა პროკურორი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე.