თამარ ჩერგოლეიშვილი: თან უსაქციელო რომ ხარ და სხვის შრომას პატივს არ სცემ – თან იმდენად სუსტი ხარ, პერსონალური ბოღმა შინაარსზე ფოკუსირების ძალას არ გაძლევს და იძულებული ხარ, სხვის შრომას დააფურთხო

“თან უნიჭო რომ ხარ და შენით ვერ შვები”, – ამის შესახებ “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბაია პატარაიას და უჩა ნანუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ პოსტერს აქვეყნებს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, საუბარია გადაჭრილ პოსტერებზე, რომელიც “ევროპული საქართველოს” და “ტაბულას” კამპანიის ფარგლებშია მომზადებული და მათ მიერ დაანონსებულ აქციას ეხება.

“და თან უსაქციელო რომ ხარ და სხვის შრომას პატივს არ სცემ. თან იმდენად სუსტი ხარ, პერსონალური ბოღმა შინაარსზე ფოკუსირების ძალას არ გაძლევს და იძულებული ხარ სხვის შრომას დააფურთხო.

გადაჭრილ პოსტერზე მაქვს საუბარი.

28 მაისსაა აქცია, რისთვისაც ეს პოსტერი დამზადდა.

მოდით – ასეთივე ლამაზი იქნება აქციაც და იქ ვერ გადაჭრიან”,- წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” გვერდზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის პოსტერი. პარტია მოქალაქეებს – “გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ”, 28 მაისს, 20:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები