ლევან ნიკოლეიშვილი – ინგა გრიგოლიას: რადიკალების პროპაგანდისტო, ის არ იცი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, ამ წუთებშიც – უკრაინა უდიდესი მოცულობის რუსულ გაზს ატარებს თავის ტერიტორიაზე და შემდეგ ევროპას აწვდის?
„რადიკალების პროპაგანდისტო, ის არ იცი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, ამ წუთებშიც – უკრაინა უდიდესი მოცულობის რუსულ გაზს ატარებს თავის ტერიტორიაზე და შემდეგ ევროპას აწვდის?“, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას გადაცემის ანონსს, სადაც გრიგოლია აცხადებს – “შეიძლება თუ არა ეკონომიკური სარგებლის გამო ოკუპანტთან თანამშრომლობა, რომელიც შენ მოქალაქეებს კლავს”.
“შეიძლება თუ არა ეკონომიკური სარგებლის გამო ოკუპანტთან თანამშრომლობა, რომელიც შენ მოქალაქეებს კლავს” —- ეს ფრაზა არის ინგა გრიგოლიას გადაცემის ანონსში და ტრადიციულად, გამყინავი და შემზარავი ხმით ჰყვება ამ მარაზმს.
ინგა, შე რადიკალების პროპაგანდისტო, ის არ იცი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, ამ წუთებშიც – უკრაინა უდიდესი მოცულობის რუსულ გაზს ატარებს თავის ტერიტორიაზე და შემდეგ ევროპას აწვდის? თუ უბრალოდ იცი, მაგრამ ეგ არ გაინტერესებს?“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.