არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ თავდაღმართშია, მან დაკარგა მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი

მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტია დესტრუქციული ქმედებებითაა დაკავებული.

„პარტია არის პოლიტიკურ თავდაღმართში. მან დაკარგა მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი. ის, რაც შიგნით ხდება, პირდაპირ მიუთითებს, რომ პარტია არის გაკოტრებული, მათ არ აქვთ მომავლის გეგმა, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები და დაკავებული არიან დესტრუქციული პროცესებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია მოქალაქეების საჭიროებებს, ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, 2024 წელს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა გადახედონ პოლიტიკურ სპექტრს და მისცენ საშუალება ახალ პარტიებს, რომლებიც ბევრად მეტად არიან ორიენტირებული მათ საჭიროებებზე”,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები