მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფქვრა, ინტენსივობა მატულობს

მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა.

ვულკანის ინტენსივობა მატულობს, რის გამოც პუებლას აეროპორტი დაკეტეს, ახლომდებარე ქალაქები კი ფერფლის ფენით დაიფარა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პოპოკატეპეტლის აქტივობა იზრდება.

The Watchers-ის ცნობით, ვულკანის კრატერიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრის სიმაღლის ფერფლი ამოიფრქვა. მეცნიერებმა ვულკანის ფერდობებზე ათას წუთზე მეტი მაღალი სიხშირის დარტყმა დააფიქსირეს, საშუალო სიმძლავრის 2 და დაბალი სიმძლავრის 4 აფეთქება.

ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მოუწოდებენ, არ მიუახლოვდნენ ვულკანის კრატერს.

CNN-ის ცნობით, შესაძლო ევაკუაციაზე მილიონობით ადამიანია გაფრთხილებული.

ათობით მუნიციპალიტეტში სკოლებია დახურული.

ვულკანიდან 100 კილომეტრის რადიუსში 25 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები