ბელგოროდში სროლების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ბელგოროდის რეგიონში სროლების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მანამდე – 8 დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ამის შესახებ ტელეგრამში ბელგოროდის რეგიონში გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა.
მისი ინფორმაციით, დილიდან ხორციელდება გრაივორონსკის ოლქში მასირებული იერიში, გახსნილია საარტილერიო ცეცხლი.
ნაღმტყორცნებიდან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ გრაივორონსკის მოსაზღვრე სოფლები: გოლოვჩინო, ანტონოვკა, კოზინკა, სპოდარიუშენო, გორა პოდოლი, გლოტოვო, ზამოსტიე, ბეზიმენო, ზარეჩიე, მოკრაია ორლოვკა და ნოვოსტროევკა.
მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია 29 კერძო სახლი და 3 ავტომობილი.