დარკნეტში ერთწუთიანი დიპფეიკ- ვიდეოს შექმნა 300-დან 20 ათას დოლარამდე ღირს

„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა გააანალიზეს რეკლამები, რომლებიც სთავაზობენ სერვისებს დიპფეიკ – ვიდეოების შესაქმნელად დარკნეტის ვებ ფორუმებზე. გამოქვეყნებული რეპორტაჟებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ერთწუთიანი ვიდეოს შექმნის ღირებულება 300-დან 20 ათას აშშ დოლარამდეა.

დიპფეიკები შეიძლება, შეიქმნას სხვადასხვა მიზნისთვის – თაღლითური სქემების, პოლიტიკური მანიპულაციების, შურისძიების და კიბერბულინგისთვისაც. მიუხედავად ამისა, დღეს ნამდვილად დამაჯერებელი სიყალბის შექმნა მოითხოვს ტექნიკურ გამოცდილებას და თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას. დარკნეტში სერვისებსა და ინსტრუმენტებზე მოთხოვნა ბევრად აღემატება შეთავაზებებს. დიპფეიკის შექმნის ან შეძენის ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს პროექტის სირთულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიხედვით.
გაანალიზებული რეკლამების მნიშვნელოვანი რაოდენობა გვთავაზობს კრიპტოთაღლითობისა დიპფეიქების შემქმნელ სერვისს. საუბარია ეგრეთ წოდებულ კრიპტოსტრიმებზე ან ყალბ კრიპტოვალუტის გათამაშებებზე. ეს არის პოპულარული თაღლითური სქემა, რომლის დროსაც თავდამსხმელები მოუწოდებენ მაყურებლებს გადასცენ მათ კრიპტოვალუტა. თაღლითები ამისთვის იყენებენ ცნობილი ადამიანების ყალბ ვიდეოებს, ან აერთიანებენ ძველ ჩანაწერებს, რათა დაიწყონ პირდაპირი ტრანსლაცია სოციალური მედიის პლატფორმებზე. ჩვეულებრივ, ისინი გპირდებიან, რომ გააორმაგებენ მათთვის გაგზავნილ თანხას. თუ ადამიანი დაუჯერებს თავდამსხმელს, მაშინ ის დიდი თანხის დაკარგვის რისკის ქვეშ დგას.
გამყიდველები დარკნეტში ასევე გვთავაზობენ სერვისებს პორნოგრაფიული ვიდეოების შესაქმნელად, ზოგი კი ამუშავებს ინსტრუქციებს ასეთი ვიდეოებისათვის. სამწუხაროდ, ასეთი დიპფეიქი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დევნისა და შანტაჟისთვისაც. დიპფეიქ- ტექნოლოგიები თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. მთავარია, როგორ და რა მიზნით იყენებენ ადამიანები მათ. ჩვენ ვხედავთ, რომ თავდამსხმელები სულ უფრო ხშირად იყენებენ მათ სხვადასხვა თაღლითობის განსახორციელებლად, მათ შორის ფინანსური თაღლითობისთვის. რადგან ტექნოლოგია აგრძელებს განვითარებას და ხდება უფრო ხელმისაწვდომი, აუცილებელია, რომ კომპანიებმა და ინდივიდებმა მიიღონ ღონისძიებები დიპფეიკებთან დაკავშირებული ციფრული თავდასხმისაგან თავის დასაცავად. დღეს დაცვის მთავარი წესი არის ქსელში არსებული ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და ციფრული წიგნიერების გაზრდა.

იმის გათვალისწინებით, რომ დიპფეიქი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპანიებზე მიზანმიმართულ თავდასხმებისათვის, ბიზნესებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ თანამშრომლების ინტერნეტში უსაფრთხო ქცევის საფუძვლების სწავლებას. ჩვენ ასევე ვურჩევთ კერძო მომხმარებლებს გამოიყენონ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუშლის მათ ფიშინგურ ან თაღლითურ რესურსზე გადასვლას,” – გვირჩევს „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემთა კვლევის ლიდერი, ვლადისლავ ტუშკანოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები