“ბახმუტში რუსული არმიის შეტევითი აქტივობა შემცირდა, უკრაინელი სამხედროები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის ნაწილს” – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების შეტევითი აქტივობა ოდნავ შემცირდა, თუმცა, დაბომბვა გრძელდება.

„ბახმუტში ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა, მტერი აგრძელებს იმ ტერიტორიების გაწმენდას, რომლებიც მათ კონტროლის ქვეშ აიყვანეს“, – თქვა მან.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, “თვითმფრინავის” მიკრორაიონს.

“ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით ფლანგებზე მცირე წინსვლა გვაქვს“, – ამბობს ანა მალიარი.

მისი თქმით, ​ბახმუტის გარეუბანში ბრძოლა გრძელდება, რუსული არმია ცდილობს, დაიკავოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები და მძიმე დანაკარგებს განიცდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები