გამოკითხვა: ბაიდენის მიერ ეკონომიკური საკითხების გადაჭრით ამერიკელები უკმაყოფილონი არიან

ეკონომიკის სფეროში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქმიანობას მხარს 33% უჭერს, ხოლო გამოკითხული ამერიკელების მხოლოდ 24% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. ეს იმ დროს ხდება, როდესაც თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერი მეორე ვადით გადარჩევისთვის კამპანიას იწყებს.

ამას მოწმობს Associated Press-ის საზოგადოებრივი პოლიტიკის კვლევის ცენტრის – NORC-ის ახალი გამოკითხვის შედეგები.

ეკონომიკის მართვაში ბაიდენის მუშაობის შეფასება დაბალია მაღალი ინფლაციის, საბინაო ბაზარზე რთული ვითარებისა და აშშ-ის მთავრობის შესაძლო დეფოლტის ფონზე.

გარდა ამისა, ამერიკელები საკმაოდ არასახარბიელოდ აფასებენ ბაიდენის პოლიტიკას იარაღისა და იმიგრაციის მიმართ: გამოკითხულთა მხოლოდ 31% იწონებს პრეზიდენტის მუშაობას ამ მიმართულებით.

ჯამურად, გამოკითხულთა 40-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის მუშაობა მოსწონს, რაც შეესაბამება მის რეიტინგებს გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

ეკონომიკის სფეროში ბაიდენის მუშაობით დემოკრატებიც კი უკმაყოფილონი არიან, მიუხედავად იმისა, რომ მის მუშაობას თანაპარტიელების 75% დადებითად აფასებს და ეკონომიკის სფეროში ძალისხმევებს – 61%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები