“უსაფრთხოების ძალებმა მოხალისეთა კორპუსის რაზმთან მიახლოება ჯერ ვერ შეძლეს” – ბელგოროდის გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” რაზმისა და “თავისუფალი რუსეთის” ლეგიონისგან ​გრაივორონსკის რაიონის “გაწმენდა გრძელდება”.

„თავდაცვის სამინისტრო სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად აგრძელებს ტერიტორიის დასუფთავებას, მაგრამ მივმართავ გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებმაც დროებით დატოვეს სახლები, რომ ჯერ დაბრუნებისგან თავი შეიკავონ”, – თქვა მან.

გუბერნატორის თქმით, ბრძოლების დროს ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, დაღუპულები არ არიან, თუმცა, ევაკუაციის დროს 1941 წელს დაბადებული ერთი ქალი გარდაიცვალა.

მისი თქმით, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

“არსებობს ინფორმაცია, რომ იმ დასახლებებში, სადაც მოწინააღმდეგე შევიდა, ორი მშვიდობიანი მოქალაქეა დაჭრილი. ამ დრომდე უსაფრთხოების ძალებმა მათთან მისვლა ვერ შეძლეს”, – განაცხადა გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები