ISW: რუსები ბახმუტის რაიონში სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

ბახმუტის აღებით რუსული შეიარაღებული ფორმირებები სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა, რუსული პროპაგანდა და სამხედრო ბლოგერები ამაზე თითქმის არ საუბრობენ,  პირიქით – გამარჯვებას ზეიმობენ.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ანალიტიკოსებმა აღწერეს რუსების კამათი, თუ ვინ და როგორ უნდა დაჯილდოვდეს ბახმუტის აღებისთვის და ამასთან რეალურ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ბახმუტში გამარჯვების მიმართ გადაჭარბებული ყურადღება არასაიმედო მდგომარეობიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომელშიც რუსი სამხედროები აღმოჩნდნენ ქალაქში და მის გარშემო. რუსი სამხედროები ბახმუტში დაუცველ მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათი შეტევა უკვე გამოიფიტა, რაც უკრაინის არმიას ახალი კონტრშეტევების შესაძლებლობას აძლევს“, – წერს ISW.

ანალიტიკოსების თანახმად, რუსებისთვის დამატებითი რისკია ბახმუტიდან “ვაგნერის” გაყვანა, რაც ევგენი პრიგოჟინმა დააანონსა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა, მოუწიოს ამ ტერიტორიაზე ცუდად გაწვრთნილი და აღჭურვილი ჩვეულებრივი შენაერთებით გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები