ლატვიის თავდაცვის მინისტრი: შეცდომაა ვიფიქროთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია

ლატვიის თავდაცვის მინისტრის, ინარა მურნიეცეს განცხადებით, ნაადრევია იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომში მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დასუსტებულია და არ შეუძლია ახალი „სტრატეგიული სიურპრიზების“ მოწყობა.

ამის შესახებ მურნიეცემ პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვოში ჩრდილოეთ ევროპის 12 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების გარემო, ხოლო რუსეთის აგრესიული პოზიცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას და ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მიუხედავად რეგიონში უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეებისა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული და ბირთვული საფრთხეების ფართო არსენალის გამოყენებას უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტების მიზნით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და თანმიმდევრულნი უკრაინის მხარდაჭერაში და ვიყოთ მამოძრავებელი ძალა, რომელიც აერთიანებს დასავლურ დემოკრატიებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები