სინან ოღანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ერდოღანს მხარს დაუჭერს
თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 5.2% მიიღო, აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს.
„ჩვენი შიდა განხილვების შემდეგ, მინდა გამოვაცხადო, რომ მეორე ტურში მხარს დავუჭერ სახალხო ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მე ასევე მოვუწოდებ ჩემს ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ერდოღანს“, – განაცხადა ოღანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება. მეორე ტურში ერდოღანი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 49.5% მიიღო, პრეზიდენტობის კანდიდატ ქემალ კილიჩდაროღლუს დაუპირისპირდება, რომელმაც ხმების 44.8% მიიღო.