ბელგოროდში ბრძოლებია – მობილიზებულია პოლიცია, არიან დაშავებულები

ბელგოროდის რეგიონის დასახლებულ პუნქტ ​გრაივორონში ბრძოლებია. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკაა მობილიზებული.

ტელეგრამარხ “რუსეთის თავისუფლება” ინფორმაციით, ადგილობრივები რუსეთის მოხალისეებს უჭერს მხარს.

”ადგილობრივი პარტიზანები კედლებზე მხარდაჭერის სიტყვებს ტოვებენ და ყველას აჩვენებენ, რომ ლეგიონი მოდის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! თქვენთან ერთად ჩვენ ვართ ძალა, რომლის დამარცხება შეუძლებელია! წინ მეტი იქნება! “L” რუსეთისთვის! თავისუფლებისთვის!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვრცელდება ინფორმაცია გრეივორონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დაჭრის შესახებ. დაშავებულია ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი თანამშრომელი.

გარდა ამისა, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დაჭრილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. სულ 5 პირია დაშავებული.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული მებრძოლები ბელგოროდის ტერიტორიაზე ავრცელებენ ბუკლეტებს დანებებისკენ მოწოდებით.

ბელგოროდის რეგიონის შსს ატარებს ოპერაციას სახელწოდებით “ედელვაისი”, გამოცხადდა რეგიონის ყველა პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა შეკრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები