გოგი მეშველიანი თურქმენეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ერთად მივლინებაში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი 21-22 მაისს თუქმენეთის რესპუბლიკაში ქალაქ აშხაბადში კოლეგებთან ერთად მივლინებით იმყოფება. სადაც თურქმენეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილის ხელმძღვანელობით თურქმენეთის რესპუბლიკის მეჯლილის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.