რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: საქართველოს ევროპულ არჩევანს ჩაუსაფრდნენ და ყველანაირად ცდილობენ, რაიმე ნეგატივი შეიტანონ ამ პროცესში

“ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალდებულებები და რეკომენდაციები არ შესრულდეს და ისინი ამაში საკუთარ შანსს ხედავენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საქართველოს ევროპულ არჩევანს ჩაუსაფრდა.

„12 პუნქტის მიღების დღიდან რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო საშინაო დავალება, რომ გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რათა საქართველოში არ შესრულებულიყო 12 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები – თუ სადმე, მათ აქვთ იმის შანსი, რომ ეს პროცესი მათ როგორმე დააზიანონ. გვახსოვს სხვა შემთხვევები, როცა მათი როლი არ იყო განმსაზღვრელი, ამიტომ, მათ ზემოქმედება ვერ მოახდინეს გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასეთი იყო საარჩევნო რეფორმა, ის მიმართულებები, რაც სტრასბურგის სასამართლოს აღსრულებასაც ეხებოდა და ასე შემდეგ. პოლარიზაციის საკითხი იქნება ეს თუ კვალიფიკაციური უმრავლესობით არჩევა, აქ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალდებულებები და რეკომენდაციები არ შესრულდეს და ისინი ამაში საკუთარ შანსს ხედავენ. ანუ, ესენი არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროპულ არჩევანს ჩაუსაფრდნენ და ყველანაირად ცდილობენ, რაიმე ნეგატივი შეიტანონ ამ პროცესში, რომ საქართველოს ეს შანსი არ მისცენ. თუმცა, საბოლოოდ, ვინ ვის შანსს არ მისცემს, ეს არჩევნებზე გამოჩნდება. გამოჩნდა შუალედურ არჩევნებზე, სადაც მათ ვერც კი გაბედეს, საკუთარი კანდიდატები დაეყენებინათ ჩვენი მაჟორიტარებისთვის და ეს ასევე გამოჩნდება 2024 წლის არჩევნებზე, სადაც მათ ძალიან მძიმე მარცხი ელით“, – განაცხადა იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები