ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებში კრემლი კიევს ადანაშაულებს – უკრაინაში კავშირს უარყოფენ

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიიდან “დივერსიული ჯგუფის გამოდევნის და განადგურების ოპერაცია ტარდება”.

მისი თქმით, ბელგოროდის ოლქში შესული “დივერსიული ჯგუფის მიზანია​ ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება.

კიევში კი უარყვეს რაიმე სახის კავშირი ბელგოროდში ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან, სადაც რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონი მოქმედებენ და მოსახლეობას გათავისუფლებას ჰპირდებიან.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, „უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, მაგრამ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთ მამოძრავებელ პოლიტიკურ ძალად ყოველთვის გარდაუვალად ხდება პარტიზანული მოძრაობა იარაღით ხელში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები