22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის 2023 წლის გზავნილია „შეთანხმებიდან მოქმედებამდე: აღვადგინოთ ბიომრავალფეროვნება“.

ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სასწავლო ტური საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩაუტარდათ. ახალგაზრდები ბოტანიკური ბაღის დაარსების ისტორიას, საქმიანობას და მცენარეთა კოლექციების შექმნის პრინციპებს გაეცნენ; ინფორმაცია მიიღეს ბაღში არსებული სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული შემეცნებითი ტური გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები