ვიქტორ დოლიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო ჯეროვნად იქნება წარმოდგენილი

ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტის დეკლარაცია, განსხვავებით მადრიდის სამიტის დეკლარაციისგან, უფრო მრავლისმომცველი იქნება.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო ჯეროვნად იქნება წარმოდგენილი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ვილნიუსის სამიტის დეკლარაცია ახლა უკვე, განსხვავებით მადრიდის სამიტის დეკლარაციისგან, იქნება უფრო მრავლისმომცველი. მასში საქართველო იქნება ჯეროვნად წარმოდგენილი, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ისევე, როგორც ჩვენი ნატოს გაწევრებისკენ მისწრაფებების კუთხით“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები