ირაკლი ბერაია: ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო ნატოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია

“ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო ნატოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ე.წ. ტოპ პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია, ყველასთვის მკაფიო სიგნალია.

„ის მხარდაჭერა, რაც საქართველომ მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ალიანსის წევრი სახელმწიფოების მოკავშირეებისთვის, რომ მათ საკუთარ გადაწყვეტილებებში, განცხადებებსა და ნაბიჯებში კიდევ გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა. ერთი მხრივ, როგორც პრაქტიკული მიმართულებით, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო ნატოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ე.წ. ტოპ პრიორიტეტი. რომ საქართველოს ადგილი არის ნატოში და ეს მკაფიო სიგნალია ყველასთვის. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტზე, რა თქმა უნდა, საქართველოს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება ორივე მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები