ComCom-მა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში 140-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის: ზემო ნიქოზის, ქვემო ხვითის, დიცის, მერეთის, ფლავისა და ერგნეთის სკოლებში 140-მდე მოსწავლეს მედიაწიგნიერების სემინარი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” ჩაუტარდა. შეხვედრების ფარგლებში, მოზარდებმა მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაზე, დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.
კომუნიკაციების კომისია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ ლექციებსა და სემინარებს უკვე მეექვსე წელია ატარებს.