ფაშინიანი აცხადებს, რომ კუხო-დან სომხეთს გასვლის თემა დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო) რესპუბლიკის გასვლის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი დეიურე დატოვებს კუხო-ს, თუ მიხვდება, რომ ორგანიზაციამ ქვეყანა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დატოვა.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება ასევე შესაძლებელია, თუ ორგანიზაციის წევრის სტატუსი ხელს შეუშლის სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების საკითხების განხილვას.
პოლიტიკოსის თქმით, სწორედ კუხო-ში გაწევრიანებამ შეუშალა ხელი ერევანს მესამე ქვეყნებში იარაღის შეძენაზე მსჯელობაში.
„ჩვენ გვეუბნებოდნენ: თქვენ კუხო-ს წევრი ხართ, რაზე უნდა ვისაუბროთ თქვენთან?”- განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვაზე, კუხო-დან გასვლა ხომ არ დააზარალებს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს, პრემიერმა თქვა, რომ რესპუბლიკაში ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა შემცირდა.