მეუფე იაკობი: ცდილობენ, მსოფლიოში გარკვეული წესრიგი დამყარდეს და ჩვენ ნუ გვრიყავენ – ჩვენ სამხედრო ძალა არ გვაქვს, სადმე ჩავერიოთ
“ცდილობენ, მსოფლიოში გარკვეული წესრიგი დამყარდეს და ჩვენ ნუ გვრიყავენ. ჩვენ სამხედრო ძალა არ გვაქვს, სადმე ჩავერიოთ – ღმერთი აუცილებლად დაგვიფარავს”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ვერც ჯალალედინმა და მონღოლებმა, ვერც რუსეთის იმპერიამ ვერ გატეხა.
„ვინ გვეძახის რუსები ხართო, რომლებიც იმას გვეუბნებოდნენ, დაკეტეთ ეკლესიებიო?! თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსებს მისცეს. მართვაშიც კი რუსები ჩამოიყვანეს. ბენდუქიძე იყო თუ ის იყო, რუსეთის წარმომადგენელი იყო. რომ აქებენ ნიჭიერი კაცი იყოო, რა მივიღეთ მისი ნიჭით?! განათლების სისტემა იმ დროს დაინგრა. რუსული კი ვიცოდით და ინგლისურს გვასწავლიდნენ, ვიღაცების მოჯამაგირეები უნდა ვყოფილიყავით. ეს არის საქართველო – შაჰ-აბასმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმა და მონღოლებმა, ვერც რუსეთის იმპერიამ. საქართველოსთან მებრძოლებო, ვერ გაგვტეხთ. ბოლოს და ბოლოს ჩავთვლით, რომ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა. არ ვიმუქრები. არ გაქვთ ავტორიტეტი, ქუჩაში ვერ ივლით.
ლამის, ორჯერ იყო, რევოლუცია მოგიწყვეს, კანდიდატობა არ მოგვცეს, ჩვენი ბრალია, რომ არ მოგვცეს?! უკრაინაში თუნდაც, ახლაც ომია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამ მილიონამდე ქრთამი აიღო და ქვედა რგოლებში რა იქნება. ჩვენ სასამართლოს ხედავენ?! კარგად შეხედონ, მანდ თუ კორუფციაა, სხვაგან რა იქნება. ომის დროს, სამწუხაროდ, ნებისმიერი ჯარი ფულს შოულობს. ან მოლდოვა – საბჭოთა კავშირიდან გამოსულები არიან თუ – არა, ვერ გამიგია. ჩვენ კულტურაზე წინ ან ფრანგი დგას, ან გერმანელი ან რუსი?! რატომ არ გვიღებენ… უკრაინაში ძალიან დიდ ფულს დებენ, ჩვენც დაგვეხმარონ. უკრაინაში ძალიან დიდ ფულს დებენ ჰო, იმიტომ, რომ თავიანთ უსაფრთხოებას იცავენ.
რუსს ძალა ელევა, 500 მილიონიან ევროპას რა უნდა უყოს, იარაღიც არ აქვს იმათზე მეტი. რუსეთი ფიქრობს, რომ ამათ გამოფიტავს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთს გამოფიტავენ, თუმცა აშკარაა, რომ რისკენაც წავალთ ვნახავთ – ამით არ გაჩერდება, სხვა მასშტაბებზე გადავა. ცდილობენ, მსოფლიოში გარკვეული წესრიგი დამყარდეს და ჩვენ ნუ გვრიყავენ. ჩვენ სამხედრო ძალა არ გვაქვს, სადმე ჩავერიოთ – ღმერთი აუცილებლად დაგვიფარავს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.