შალვა პაპუაშვილი: მოწოდება, რომ თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები მიუღებლები არიან და არ შემოვუშვათ, არის ბიძგი ქსენოფობიისკენ

“ჩვენ არანაირი სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არცაა, სწორედ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამის ფონზე მოწოდება, რომ თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები მიუღებლები არიან, არ შემოვუშვათ და ასე შემდეგ,  არის ბიძგი ქსენოფობიისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქსენოფობიური კამპანიის წარმართვაში მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ ჩართულები.

„არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ და საქართველოს უსაფრთხოებაში ხელებს აფათურებენ. გახსოვთ, შარშან ასეთმა ჯგუფებმა ხელოვნურად შექმნეს ის თემები, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს. ეს ეხებოდა რუსეთთან ვიზის დაწესებასა და საზღვრის ჩაკეტვას. ამ ისტერიული კამპანიის მიზანი მაშინ ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო. ამაში მაშინ ჩართული იყო მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. მაშინაც ყველას ვაფრთხილებდით, რომ ეს ქსენოფობიისკენ ბიძგი იყო. ამის შედეგი იყო ის, რომ შარშან ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის მქონე ერთ-ერთ ადამიანს ქვა ესროლეს. ახლაც იყო მსგავსი ინციდენტი. ადამიანს მანქანაში მიუცვივდნენ, რადგან სლავური გარეგნობა ჰქონდა. ეს ქსენოფობიის წაქეზებაა და მნიშვნელოვანია, ამას სახელი თავიდანვე დაერქვას. ჩვენ არანაირი სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არცაა, სწორედ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამის ფონზე მოწოდება, რომ თითქოს, რუსი ეროვნების ადამიანები მიუღებლები არიან, არ შემოვუშვათ და ასე შემდეგ, ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები