გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა France Excellence 2023-2024 საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და Institut Français de Géorgie/საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში 2023 წლის 17 მაისიდან 2023 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე (თბილისის დროით). სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრში.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული. ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 9 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ცენტრის ვებგვერდი https://rb.gy/1e4uv დაუბრუნე შენი ცოდნა საქართველოს!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები