საბერძნეთის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა, მთავრობას ვერ შექმნის
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 21 მაისს ჩატარდა, მოქმედი პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ – „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა.
ამის შესახებ Prothotema წერს.
დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ქვეყნის საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების გამო, “ახალ დემოკრატიას” მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა ვერ ექნება.
არჩევნების შედეგად, “ახალმა დემოკრატიამ” ხმების 40,79% მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტია SYRIZA-მ – 20,07%-ით; მესამე ადგილი სოციალისტურმა პარტიამ PASOK-მა დაიკავა – 11,46%. მას მოსდევს საბერძნეთის კომუნისტური პარტია (KKE) – 7,22% და ულტრამემარჯვენე “ბერძნული გამოსავალი” – 4,45%. კიდევ ოთხმა პარტიამ დააგროვა 3%-ზე ნაკლები, მაგრამ პარლამენტშიც მოხვდა.
საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინა საკელაროპულო დღეს სამ წამყვან პარტიას “ახალ დემოკრატიას”, SYRIZA-ს და PASOK-ს სამ დღეს მისცემს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.
წარუმატებლობის შემთხვევაში, საკელაროპულო დანიშნავს დროებით მთავრობას, რომელიც ერთი თვის ვადაში, ახალ არჩევნებს მოამზადებს.
პარტიების საარჩევნო კამპანიაში ცენტრალური ადგილი ეკავა საარსებო მინიმუმის კრიზისი. ლიდერები ამომრჩევლების მოზიდვას მინიმალური ხელფასის და სამუშაო ადგილების შექმნის დაპირებებით ცდილობდნენ.