“რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალ საჰაერო ჯგუფს ქმნის” – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთი ახალი ელიტარული დამრტყმელი საჰაერო ჯგუფის შექმნის პროცესში იმყოფება, რომლის კოდური სახელწოდებაა „შტორმი“.

აღნიშნულია, რომ მის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, იქნება სუ-24 და სუ-34 გამანადგურებლების, სულ მცირე, ერთი ესკადრილია, ასევე – საბრძოლო ვერტმფრენების ესკადრონი.

„თვითმფრინავების ტიპების ერთობლიობა გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ჯგუფის მთავარი ფუნქცია იქნება სახმელეთო დარტყმების მისიების შესრულება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

დაზვერვის მონაცემებით, ასეთი ჯგუფის შექმნა იმაზე მეტყველებს, რომ რუსული საჰაერო ძალების რეგულარული ესკადრონები, თავიანთი ძირითადი ამოცანების შესრულებას ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები