თორნიკე რიჟვაძემ 13 წლის სოფიო დუმბაძე მოინახულა, რომელსაც, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემთორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულარომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა 

2023 წლის აპრილის თვეში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დასჭირდარომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 120 ათასი ლარით დაფინანსდასოფო დოლიძე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს გაიზარდა ძვლის ტვინისღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2023 წელს უკვე დაფინანსდა ტრანსპლანტაციების 12 შემთხვევა. 

,,13 წლის სოფიო დოლიძის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარაუსაზღვროდ მახარებსრომ დღეს გოგონა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

მოხარული ვარრომ შევძელით 2023 წლიდან გაგვეზარდა ძვლის ტვინისღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსებარამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 

ასევემიღებულია გადაწყვეტილება ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში პოსტოპერაციული გამოკვლევების სრულად დაფინანსების შესახებ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 120 000 ლარითგულის ტრანსპლანტაციას 220 000 ლარითხოლო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 235 000 ლარით აფინანსებს.

 ასევეაჭარის მთავრობის გადაწყვეტილებითტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ გამოკვლევები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები