ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დეტალები წარადგინა
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი გავლენას მოახდენს 90 კომპანიაზე, რომლებიც რუსეთს მასზე ადრე დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების გვერდის ავლაში დაეხმარნენ. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„სანქციების მეთერთმეტე პაკეტში ჩვენ გვყავს 90-ზე მეტი კომპანია მთელს მსოფლიოში, რომელთათვისაც გვაქვს ნათელი მტკიცებულება, რომ ისინი არღვევენ სანქციებს, ანუ ისინი აწვდიან სანქცირებულ საქონელს რუსეთს პირდაპირ ევროკავშირიდან, მესამე ქვეყნების გვერდის ავლით“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამ აკრძალული კომპანიებიდან ზოგიერთი რეგისტრირებულია ჩინეთში.
„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩინური კომპანიები არიან. ისინი არიან კომპანიები, რომლებიც არსებობენ ნაწილობრივ ქაღალდზე და მფლობელები წარმოშობით სხვა ქვეყნებიდან არიან. მაგრამ, ისინი დარეგისტრირებულნი არიან ჩინეთში და ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.