აშშ-მა „გამანადგურებელთა კოალიციაში“ მონაწილეობა დაადასტურა – სახელმწიფოები განიხილავენ, როდის გადასცენ F-16-ები უკრაინას

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი სხვა სახელმწიფოებთან ერთად ჩაერთვება უკრაინელი მფრინავების გადამზადების პროცესში, რომელშიც მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები, მათ შორის, F-16  იქნება გამოყენებული.

როგორც „European Pravda“ იუწყება, ამის შესახებ სალივანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლის სპიკერმა გაიხსენა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები ბოლო თვეების განმავლობაში ფოკუსირებული იყვნენ უკრაინის უზრუნველყოფაზე იმ საშუალებებით და აღჭურვილობით, რომლებიც საჭიროა ეფექტური შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად ამ გაზაფხულსა და ზაფხულში.

„ჩვენ მივაწოდეთ უკრაინას, რაც მას სჭირდება, ჩვენს სამხედროებსა და მათ სამხედროებს შორის მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. ახლა კი ჩვენ გადავედით უკრაინის საჰაერო ძალების გაუმჯობესებაზე, ეს ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილია უკრაინის თავდაცვისთვის“,-  განმარტა მან.

სალივანმა დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რამდენი მიიღებს უკრაინა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები