ბაიდენი: დღეს G7-ის სოლიდარობა უკრაინასთან უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წელს

ბოლო თვის განმავლობაში G7 ქვეყნების სოლიდარობა უკრაინასთან უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე 2022 წელს იყო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „Twitter-ზე“ წერს.

„ბოლო თხუთმეტი თვის განმავლობაში G7-მა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, მოწყვიტა რუსული სამხედრო მანქანა ძირითადი ტექნოლოგიებისა და დაფინანსებისგან მთელს მსოფლიოში“, – წერს ამერიკის ლიდერი.

მისი თქმით, დღეს G7-ის სოლიდარობა უკრაინასთან კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ წელს.

მოგეხსენებათ, 19 მაისს იაპონიაში ქალაქ ჰიროსიმაში დაიწყო დიდი შვიდეულის (G7) ლიდერების 49-ე სამიტი, რომელშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და იაპონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები