ზელენსკი: მივესალმები აშშ-ის ისტორიულ გადაწყვეტილებას „გამანადგურებლების საერთაშორისო კოალიციის“ მხარდაჭერისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას „გამანადგურებლების საერთაშორისო კოალიციის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება უკრაინის არმიას ცაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
„მივესალმები შეერთებული შტატების ისტორიულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს გამანადგურებლების საერთაშორისო კოალიციას. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს არმიას ცაში. იმედი მაქვს განვიხილავ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ განხორციელებას ჰიროშიმაში G7-ის სამიტზე“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
I welcome the historic decision of the United States and @POTUS to support an international fighter jet coalition. This will greatly enhance our army in the sky. I count on discussing the practical implementation of this decision at the #G7 summit in Hiroshima.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 19, 2023