ერდოღანი: ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როცა რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, როგორც ამას დასავლეთი აკეთებს
ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როცა რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, როგორც ამას დასავლეთი აკეთებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთი ყველა სფეროში სჭირდებათ.
„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როცა რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, როგორც ეს დასავლეთმა გააკეთა. ჩვენ არ ვართ შებოჭილი დასავლეთის სანქციებით. ჩვენ ძლიერი სახელმწიფო ვართ და რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს. რუსეთს და თურქეთს ერთმანეთი ყველა შესაძლო სფეროში სჭირდებათ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.