სილვიო ბერლუსკონი, 40-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, კლინიკიდან გამოწერეს

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოდან 40- დღიანი ჰოსპიტალზიაციის შემდეგ გამოწერეს. პოლიტიკოსს ქრონიკულ ლეიკემიასთან დაკავშირებული ფილტვის ინფექციისგან კურნავდნენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ბერლუსკონი დაავადებულია ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემიით – სისხლის კიბო.

ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა. 2016 წელს მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა და სამი წლის წინ, COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ, რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“, ჯორჯა მელონის მემარჯვენე კოალიციის ნაწილია, თუმცა, მას იტალიის მთავრობაში არანაირი როლი არ აქვს.

86 წლის ბერლუსკონი საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები